დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2788-შ-100-2026 17 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ისრაელის სახელმწიფოს კრაიოთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება N40832-05-20
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ისრაელის სახელმწიფოს კრაიოთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის N40832-05-20 გადაწყვეტილებით, გაუქმდა ნ.დ–სა და რ.დ–ს შორის, 2011 წლის 12 აპრილს, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება.
2. 2026 წლის 10 ივნისს რ.დ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს კრაიოთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების N40832-05-20 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ისრაელის სახელმწიფოს კრაიოთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის N40832-05-20 გადაწყვეტილების შინაარსით დასტურდება, რომ ქორწინების შეწყვეტას ორივე მეუღლე ეთანხმებოდა.
4. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მეუღლე ნ.თ–ი (ქორწინების შემდეგ მიკუთვნებული გვარი დ–ი) ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო [საქართველოს კანონი კერძო სამართლის შესახებ 12.1. ა];
5. შუამდგომლობის ავტორი ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 ივნისის განჩინებით, რ.დ–ის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს კრაიოთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის N40832-05-20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. რ.დ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კრაიოთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის N40832-05-20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომლითაც გაუქმდა ნ.დ–სა და რ.დ–ს შორის, 2011 წლის 12 აპრილს, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება.
9. კანონით დადგენილი წესით დამოწმებული და ნათარგმნი, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ორივე მხარის თანხმობით, გაუქმდა ნ.დ–სა და რ.დ–ს შორის, 2011 წლის 12 აპრილს, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება. საქმე განხილულ იქნა მხარეთა დაუსწრებლად და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.დ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს ისრაელის სახელმწიფოს კრაიოთის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის N40832-05-20 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ნ.დ–სა და რ.დ–ს შორის შეწყდა, 2011 წლის 12 აპრილს, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი