დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-359-შ-10-2026 24 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მენსფილდის რაიონული სასამართლოს 28.02.2024წ. და 30.04.2024 წ. გადაწყვეტილებები N1682-0730-3831-3052
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მენსფილდის რაიონული სასამართლოს 28.02.2024წ. და 30.04.2024 წ. გადაწყვეტილებებით N1682-0730-3831-3052 მხარეთა - ზ.ჩ–ს (დაბ. 11.09.1977; პ/ნ ........) და ნ.ი–ვას (N.J.) შორის 2017 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თბილისის #3 ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.
2. ზ.ჩ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განჩინებით, ზ.ჩ–ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მენსფილდის რაიონული სასამართლოს 28.02.2024წ. და 30.04.2024 წ. გადაწყვეტილებების N1682-0730-3831-3052 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მენსფილდის რაიონული სასამართლოს 28.02.2024წ. და 30.04.2024 წ. გადაწყვეტილებებით N1682-0730-3831-3052, ზ.ჩ–ს (დაბ. 11.09.1977; პ/ნ .........) და ნ.ი–ვას (N.J.) შორის რეგისტრირებული ქორწინება (2017 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, თბილისის #3 ქორწინების სახლი) შეწყდა.
6. საქმის მასალებით დგინდება, რომ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მენსფილდის რაიონული სასამართლოს 28.02.2024წ. და 30.04.2024 წ. გადაწყვეტილებები N1682-0730-3831-3052 კანონიერ ძალაშია შესული 2024 წლის 30 აპრილიდან და არ გასაჩივრებულა.
7. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა და მისი განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია დიდ ბრიტანეთში.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
11. საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, არ არის გასაჩივრებული და მიღებულია საპროცესო წესების დაცვით. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს საჯარო წესრიგთან ან ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან შეუსაბამობა, აგრეთვე არ არსებობს პარალელური სასამართლო დავა ან წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მენსფილდის რაიონული სასამართლოს 28.02.2024წ. და 30.04.2024 წ. გადაწყვეტილებები N1682-0730-3831-3052 ზ.ჩ–ს (დაბ. 11.09.1977; პ/ნ ........) და ნ.ი–ვას (N.J.) შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ჩ–ის (დაბ. 11.09.1977; პ/ნ ..........) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მენსფილდის რაიონული სასამართლოს 28.02.2024წ. და 30.04.2024 წ. გადაწყვეტილებები N1682-0730-3831-3052 ზ.ჩ–ს (დაბ. 11.09.1977; პ/ნ ......) და ნ.ი–ვას (N.J.) შორის რეგისტრირებული ქორწინების (2017 წლის 2 აგვისტო, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, თბილისის #3 ქორწინების სახლი) შეწყვეტის შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე