დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-3494-შ-118-2026 24 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.პ-გ.
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. გ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მარბურგის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის მარბურგის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.პ-გ–სა და ფ. გ–ს შორის, 2006 წლის 21 სექტემბერს ბ.ნ. მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №93/2006) შეწყდა.
ლ.პ-გუნის წარმომადგენელმა ა.კ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მარბურგის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 2 ოქტომბერს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ლ.პ-გ. საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივლისის განჩინებით ლ. პ-გ–ის შუამდგომლობა გერმანიის მარბურგის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ.პ-გ–ს შუამდგომლობა გერმანიის მარბურგის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გერმანიის მარბურგის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.პ-გ–სა და ფ.გ–ს შორის, 2006 წლის 21 სექტემბერს ბ.ნ–ის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №93/2006) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 2 ოქტომბერს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ლ.პ-გ–ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის მარბურგის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.პ-გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს გერმანიის მარბურგის სამხარეო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.პ-გ–სა და ფ.გ–ს შორის, 2006 წლის 21 სექტემბერს ბ.ნ–ის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №93/2006) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი