დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-3348-შ-113-2026 24 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.დ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – დ.შ.მ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (73 F 1025 / 22 S)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №73 F 1025/22 S) შეწყდა მ.დ–ვასა და დ.შ.მ–ს შორის 2016 წლის 22 აგვისტოს ქალაქ თბილისში, საქართველოს, მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №01161017836, სარეგისტრაციო №01163005217).
2. 2026 წლის 7 ივლისს მ.დ–ვამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომელშიც მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართა განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა განემარტა, რომ აღნიშნულისათვის აუცილებელი იყო გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების წარდგენა.
3. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №73 F 1025/22 S) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №73 F 1025/22 S) შეწყდა მ.დ–ვასა და დ.შ.მ–ს შორის 2016 წლის 22 აგვისტოს ქალაქ თბილისში, საქართველოს, მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №01161017836, სარეგისტრაციო №01163005217).
7. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და აღსრულებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
8. საქართველოს მოქალაქე მ.დ–ვამ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა მარბურგის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.დ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის მარბურგის საოლქო სასამართლოს 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №73 F 1025/22 S), რომლითაც შეწყდა მ.დ–ვასა და დ.შ.მს შორის 2016 წლის 22 აგვისტოს ქალაქ თბილისში, საქართველოს, მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №01161017836, სარეგისტრაციო №01163005217).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია