დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ ა-2686-შ-97-2026 16 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ.ს–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ს–ვა
განხილვის საგანი – ბელარუსის რესპუბლიკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (№ 99ГИП242374)
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელარუსის რესპუბლიკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ვ. ასულ ს–ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები მისი შვილის, ი.ბ. ძე ს–ას (დაბ: 14.05.2014წ) მიმართ, და არასრუწლოვანზე მეურვეობა გადაეცა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
2. ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონის ადმინისტრაციის განათლების სამმართველოს უარი ეთქვა ბ. ვ. ძე ს–ას წინააღმდეგ მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით (99ГИП25749) ბ.ს–ვას აღსაზრდელად გადაეცა მისი შვილი ი.ს–ვა. აღნიშნული გადაწვეტილების ცნობის მიზნით ბ.ს–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინებით ბ.ს–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება (99ГИП25749), ბ.ს–ვასთვის აღსაზრდელად მისი შვილის - ი. ს –ას გადაცემის თაობაზე.
5. შუამდგომლობის ბავშვი საქართველოში ცხოვრობს. მამას სურს ბავშვს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს უზენაესი სასამართლომ მიერ 2026 წლის 06 მარტის განჩინებით ცნო გადაწყვეტილება, ბ.ს–ვასთვის აღსაზრდელად მისი შვილის - ი.ს–ვას გადაცემის თაობაზე, სამოქალაქო რეესტრმა დამატებით მოითხოვა დედისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ მიღებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე ა.ს–ვა არ გამოცხადდა სხდომაზე, თუმცა იგი სათანადო წესით იყო ინფორმირებული. ასევე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (26.12.2024წ.)
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2024 წლის 16 აპრილიდან.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 ივნისის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შემდგომ მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია").
12. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
13. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
14. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
15. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ვ. ასულ ს–ას ჩამოერთვა მშოვლის უფლებები მისი შვილის, ი. ბ. ძე ს–ას (დაბ: 14.05.2014წ) მიმართ, და არასრუწლოვანზე მეურვეობა გადაეცა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ქალაქ მინსკის პერვომაისკის რაიონის ადმინისტრაციის განათლების სამმართველოს უარი ეთქვა ბაჩუკი ვასოს ძე სიჭინავას წინააღმდეგ მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
16. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით (99ГИП25749) ბ.ს–ვას აღსაზრდელად გადაეცა მისი შვილი ი.ს–ვა. აღნიშნული გადაწვეტილების ცნობის მიზნით ბ.ს–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინებით ბ.ს–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება (99ГИП25749), ბ.ს–ვასთვის აღსაზრდელად მისი შვილის - ი. ს –ას გადაცემის თაობაზე.
18. შუამდგომლობის ბავშვი საქართველოში ცხოვრობს. მამას სურს ბავშვს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს უზენაესი სასამართლომ მიერ 2026 წლის 06 მარტის განჩინებით ცნო გადაწვეტილება, ბ.ს–ვასთვის აღსაზრდელად მისი შვილის - ი.ს–ვას გადაცემის თაობაზე, სამოქალაქო რეესტრმა დამატებით მოითხოვა დედისთვის მშოვლის უფლების ჩამორთმევის შესახებ მიღებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
19. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე ა.ს–ვა არ გამოცხადდა სხდომაზე, თუმცა იგი სათანადო წესით იყო ინფორმირებული. ასევე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (26.12.2024წ.) ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2024 წლის 16 აპრილიდან.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების ცნობას, რომლითაც ა.ვ. ასულ ს–ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები მისი შვილის, ი.ბ. ძე ს–ას (დაბ: 14.05.2014წ) მიმართ და არასრუწლოვანზე მეურვეობა გადაეცა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; მინსკის პერვომაისკის რაიონის ადმინსიტრაციის განათლების სამმართველოს უარი ეთქვა ბაჩუკი ვასოს ძე სიჭინავას წინააღმდეგ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე - უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
21. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილში, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა.
22. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად მიღების ეტაპზე უნდა იკვეთებოდეს მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს განაცხადებს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი: სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი: მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით].
23. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების იმ პუნქტების ცნობასაც (ბ. ვ. ძე ს–ას უარი ეთქვას შეგებებული სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ასევე გაფრთხილებულ იქნას, რომ შეცვალოს დამოკიდებულება მისი შვილის, ი.ბ. ძე ს–ას (დაბ: 14.05.2014წ) აღზრდასთან დაკავშირებით) ცნობასაც, რომელიც მის წინააღმდეგ იქნა გამოტანილი. შუამდგომლობის ავტორი არ ასაბუთებს თუ რა იურიდიული ინტერესი აქვს იმისთვის, რომ ცნობილ იქნეს მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილების დასახელებული პუნქტები, ამიტომ, ამ ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.
24. საბოლოო ჯამში, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასახელებულ ნაწილებში შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილებადია, ხოლო ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,მინსკის კონვენციის“ 55-ე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ს–ვას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (№ 99ГИП242374) ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ბელარუსის რესპუბლიკის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება (№ 99ГИП242374), რომლითაც ა.ვ. ასულ ს–ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები მისი შვილის, ი.ბ. ძე ს–ას (დაბ: 14.05.2014წ) მიმართ და არასრუწლოვანზე მეურვეობა გადაეცა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; მინსკის პერვომაისკის რაიონის ადმინსიტრაციის განათლების სამმართველოს უარი ეთქვა ბ.ვ. ძე ს–ას წინააღმდეგ მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
3. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობის გამო;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი