არსებული საკრედიტო დავალიანება/ათვისებული ლიმიტი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

იპოთეკარის მიმართ არსებული ვადამოსული და ვადამოუსვლელი დავალიანება (რომელშიც შედის როგორც სესხის ძირი თანხა, ისე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო (არაუმეტეს ძირითადი თანხის 10%-ისა) ან/და სხვა გადასახდელები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რომელიც უზრუნველყოფილია რომელიმე იმ ავარიულ სახლში მდებარე პროექტში იპოთეკის საგნით რომელზეც იპოთეკარის მიერ გაცემულია თანხმობა დემონტაჟზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დავალიანება ასევე უზრუნველყოფილია სხვა უძრავი ნივთით, რომელიც არ არის პროექტში იპოთეკის საგანი, არსებულ საკრედიტო დავალიანებაში ჩაითვლება ასეთი დავალიანების მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ოდენობაც უდრის იპოთეკარის მიერ შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის გაცემის მომენტში შეფასებული პროექტში იპოთეკის საგნის/საგნების საბაზრო ღირებულება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 13

ყველა ტერმინი →