აუქციონი

9 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ელექტრონული ვაჭრობა (მათ შორის, ვადაგადაცილებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი), რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ნებართვის გამცემის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ელექტრონული ვაჭრობა (მათ შორის, ვადაგაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი), რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. თავი II ზოგადი და სპეციალური მოთხოვნები, გარე რეკლამის გავრცელების გეგ

ადიგენის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

(პირობები ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, პირობებიან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, ვადა გაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვ.) პრივატიზების საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე

ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

(პირობები ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, პირობებიან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, ვადა გაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვ.) პრივატიზების საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდებააუქციონისგამარჯვებულიმონაწილე

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

დღით ადრე ბაზრის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მონაწილეების მიერ განაცხადების განთავსებისა და ამ წესებით განსაზღვრულ პერიოდში მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის გაანგარიშებისათვის

ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ · მუხლი 2

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გამართული ღია (ელექტრონული ან მის გარეშე) ან დახურული აუქციონი

სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 1

ყველა ტერმინი →