ბაზრობა

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან უამისოდ, რომელიც მთლიანად გამოიყენება მზა პროდუქციის სახით ნივთის რეალიზაციისათვის, მაგრამ იგი ძირითადად განკუთვნილი არ არის სასურსათო პროდუქციის რეალიზაციისათვის და თითოეული პირი ნივთის რეალიზაციას ეწევა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი) ან/და პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის რეალიზაციას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან იმყოფება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. ბაზრობა შეიძლება მოეწყოს მხოლოდ ერთი სახეობის ნივთის რეალიზაციისათვის (მაგ. ავტომანქანების ბაზრობა, ტანსაცმლის ბაზრობა და სხვა) ან/და ერთდროულად სხვადასხვა სახის ნივთის სარეალიზაციოდ. თუ ნივთის რეალიზაცია არ ხდება მხოლოდ შენობაში (შენობის მხოლოდ შიდა სივრცეში), ნივთის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება შენობის გარეთ არსებულ სივრცეს და ობიექტი, საიდანაც (რომლიდანაც) ხდება ნივთის რეალიზაცია, ჩანს საზოგადოებრივი სივრციდან

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →