„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრება – ბინა და ბინასთან დაკავშირებული არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, რომელსაც მიენიჭება ერთი საკადასტრო კოდი. აგრეთვე, ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ან/და დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.)მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება დადგენილება, თუ ისინი შეძენილი იქნება საცხოვრებელ ბინასთან ერთად
„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ