დადგენილება

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდამრღვევი პირის მიმართ გამოცემული დადგენილება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. დადგენილება, როგორც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული აქტი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემის წესი, ისევე როგორც მისი რეკვიზიტები, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით

ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ან ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ

„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →