დაკავშირებული პირი

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს სისტემის მონაწილეს ან კონტროლდება სისტემის მონაწილის მიერ. კონტროლი გულისხმობს ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევას: ძ.ა) კომპანიის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების 20%-ის ან მეტის საკუთრებაში ქონას, კონტროლს ან ფლობას; ძ.ბ) კომპანიების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებას

საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

პროვაიდერის ადმინისტრატორი, პარტნიორი/აქციონერი, მასთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება ან/და მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი, ასევე პროვაიდერის ჯგუფის წევრი

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირის აგენტი, პარტნიორი, წარმომადგენელი, დირექტორი, დასაქმებული, კონსულტანტი, მმართველი და სხვა

On the Approval of the Procedure for Administration and Enforcement of the Foreign Agents Registration Act · მუხლი 2

ყველა ტერმინი →