სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ მიკუთვნებული ოთხნიშნა ნომერი, რომელიც აღნიშნავს ნივთიერებას ან ნივთიერებების კონკრეტულ ჯგუფს. ბ) „გათავისუფლება“ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ითვალისწინებს „ტექნიკური ინსტრუქციების“: ზოგადი დებულებებისაგან გათავისუფლებას. გ) გამგზავნი – პირი, რომელიც საავიაციო საწარმოსთან აფორმებს ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ხელშეკრულებას და ტვირთის ზედნადებით მითითებულია, როგორც ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე. დ) გამგზავნი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე თავდაპირველად ჩაიტვირთა ტვირთი საჰაერო ხომალდზე. ე) გარეგანი შეფუთვა – ტარა, რომელიც გადამუშავებისა და შენახვის შესაფერისი პირობების შექმნის მიზნით გამოიყენება ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ან რამდენიმე სატვირთო ადგილის გაერთიანებისა და ერთიანი გადასამუშავებელი ერთეულის შესაქმნელად. ვ) ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი) – პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის, ან სთავაზობს მომსახურებას ამ სფეროში. ზ) ექსპლუატანტის მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსპლუატანტის (ავიაგამზიდველის) შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. თ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც არის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილი ან, თუ ექსპლუატანტს ასეთი ძირითადი ადგილი არ გააჩნია, მისი მუდმივი ყოფნის ადგილი. ი) მიმღები – პირი, რომლის მისამართზეც იგზავნება სატვირთო ზედნადებით მითითებული ტვირთი. კ) „ნებართვა“ – საქართველოს კანონით „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ გათვალისწინებული უფლება, რომელიც გაიცემა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ლ) პიროტექნიკური ნივთიერება – რაიმე სახეობის შენაერთი ან ნარევი, რომლის დანიშნულებაა ეფექტი მოახდინოს სითბოს, ხმის, აირის, კვამლის ან მათი კომბინაციის სახით და მიიღება ეგზოთერმული ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც დეტონაციის გარეშე მიმდინარეობს. მ) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ნ) სამგზავრო საჰაერო ხომალდი -საჰაერო ხომალდი, რომელიც ეკიპაჟის წევრის ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ექსპლუტანტის თანამშრომლის, ან შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის, ტვირთის პარტიის ან სხვა სახის ტვირთის გამყოლის გარდა ახორციელებს ნებისმიერი პირის გადაყვანას. ო) სატვირთო აგენტი – პირი, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას და მოქმედებს ექსპლუატანტის სახელით. პ) სატვირთო გზავნილი – სახიფათო ტვირთიანი ერთი ან რამდენიმე ნაჭერი, რომელიც მიღებულია ექსპლუატანტის მიერ ერთი ტვირთგამგზავნისაგან ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე მისამართზე, ჩართულია ერთ პარტიაში და ეგზავნება ერთ ტვირთმიმღებს დანიშნულების ერთ პუნქტში. ჟ) სატვირთო ნაჭერი – ტვირთის შეფუთვის ოპერაციის საბოლოო ნაწარმი, რომელიც შედგება გადასაზიდად გამზადებული შესაფუთი კომპლექტისა და შიგთავსისაგან. რ) სატრანსპორტო ინდექსი – რიცხვი, რომელიც ენიჭება ფუთას, გამოსხივების კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით. ს) სატვირთო საჰაერო ხომალდი -მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ნებისმიერი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი. ტ) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევა _ შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვას, რომლის შედეგად რომელიმე პირი ღებულობს სხეულის მძიმე დაზიანებას, რაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს, ან იწვევს ქონების მნიშვნელოვან ზარალს. უ) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი – მოვლენა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვებს (ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) და იწვევს ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანებას, ქონების ზარალს, ხანძარს, ტვირთის დაზიანებას, დაბნევას, სითხის ან რადიაციის გაჟონვას და სხვა მოვლენებს, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებულ დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს ან მასზე მყოფ პირებს, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი. ფ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია ტექნიკური ინსტრუქციების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში (Doc. 9284-AN/905), ან კლასიფიცირებულია ამ ინსტრუქციით. ღ) სერტიფიკატი – მისი მფლობელისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი ღ) ტექნიკური ინსტრუქციები („ტი“) – ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დეტალური და ამომწურავი წესები. როგორც წესი «ტექნიკური ინსტრუქციების» ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ. ყ) ტვირთის შეფუთვა – ტექნოლოგია ან ოპერაციები, რომელთა დახმარებით ნაკეთობები ან ნივთიერებები თავსდება შესაფუთ მასალაში ან საიმედოდ არის დაცული რაიმე ხერხით. შ) ფეთქებადი ნაკეთობა – ნაკეთობა, რომელიც შეიცავს ერთ ან რამოდენიმე ფეთქებად ნივთიერებას. ჩ) ფეთქებადი ნივთიერება – მყარი ან თხევადი ნივთიერება (ან ნივთიერებათა ნარევი), რომელსაც თავად შეუძლია ქიმიური რეაქციის გამოწვევა, რომლის დროსაც ტემპერატურა, წნევა და აირები ისეთი სიჩქარით გამოიყოფა, რომ იწვევს გარემომცველი საგნების დაზიანებას. პიროტექნიკური ნივთიერებები მიეკუთვნება ფეთქებად ნივთიერებებს. ც) შესაბამისი უფლებამოსილი ეროვნული ორგანო _ საქართველოს კანონით «სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ» გათვალისწინებულ შემთხვევებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ან საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია. ძ) „შეუთავსებელი“- ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ სახიფათო ტვირთების მიმართ, რომელთა ერთმანეთში არევისას შეიძლება მოხდეს სითბოსა და აირის საშიში გამოყოფა ან კოროზიული ნივთიერებების წარმოქმნა. წ) „Q“-ს მნიშვნელობა – როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო სხ-ებისათვის, ერთ ფუთაში მოთავსებული სხვადასხვა სახიფათო ტვირთის ნეტოს (სუფთა წონა) შეფარდება იმ მაქსიმალურ რაოდენობასთან, რომელიც მოცემულია „ტი“-ის 3-1 ცხრილით. სხვადასხვა სახიფათო ტვირთის Q-ს ჯამი 1-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჭ) ICAO (იკაო) – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან. ხ) ჩიკაგოს კონვენცია (1944წ.) – „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი კონვენცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან.
„სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ