საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის წესდების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ან ფიზიკური პირი, გარდა ცენტრის თანამშრომელისა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება
საგრანტო კომისიის მიერ გამოვლენილი განმცხადებელი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმაც გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში და რომელთანაც გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება; ი) საგრანტო კომისია – ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსის ორგანიზებულ მართვას, საგრანტო განაცხადების მიღებას, მათ განხილვას, გრანტის მიმღების გამოვლენას და საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას; კ) საგრანტო ხელშეკრულება – ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გაცემის შესახებ