გზა

9 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას). ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალება – საგზაო ნიშანი, მონიშვნა და შუქნიშანი. გ) საგზაო მოძრაობის სქემა - უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით შეთანხმებული სქემა, რომლის მიხედვით არის შესაძლებელი სამუშაოს შესრულება და რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას. დ) ნიშანი - საგზაო ნიშანი, ანუ დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ. ე) ძირითადი ნიშანი – ნიშანი, რომლის დაყენების აუცილებლობა განისაზღვრება საგზაო პირობებით, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე. ვ) ნიშნის დუბლირება – გზის მონაკვეთზე ერთი და იმავე საგზაო ნიშნის ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებით ერთმანეთის გასწვრივ დადგმა, რაც ემსახურება მოძრაობის მონაწილეთა მიერ ინფორმაციის აღქმის ამაღლების საიმედოობას. ზ) წინასწარი ნიშანი – ძირითად ნიშნამდე დადგმული ნიშანი, მძღოლების მაფრთხილებელი მოძრაობის რეჟიმისა და ობიექტის მომავალი ცვლილებების შესახებ, რომელთა შესახებ ინფორმაცია ძირითად ნიშანზეა განთავსებული. თ) ნიშნის განმეორებით დადგმა – ძირითადი ნიშნის შემდეგ, გზის იმავე მხარეს გარკვეულ მანძილზე დადგმული ნიშანი, რომელიც ადასტურებს ძირითადი ნიშნის ინფორმაციას. ი) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) – ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც ერთობლივად გამოიყენება. კ) მონიშვნა – საგზაო მონიშვნა, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ. ლ) შუქნიშანი – საგზაო შუქნიშანი, ელექტრომოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის. მ) შუქნიშნის ობიექტი – ქსელის უბანზე დაყენებული შუქნიშნების ჯგუფი, რომელიც შუქნიშნის სიგნალებით არეგულირებს გავლის თანმიმდევრობას კონფლიქტურ სატრანსპორტო ნაკადებს, ან ქვეითთა და სატრანსპორტო ნაკადებს შორის. ნ) ნიშნების ტიპზომები – „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილების შესაბამისად, საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული სტანდარტებითა და ნორმებით გათვალისწინებული ტიპზომები (ცხრილი №1). ო) ინდივიდუალური პროექტირების ნიშნების, წარწერების ასოების სიმაღლე – „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილების შესაბამისად, საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული სტანდარტებითა და ნორმებით გათვალისწინებული პარამეტრები (ცხრილი №2). პ) მონიშვნის ხაზის სიგანე (ზომები მეტრებში) – „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილების შესაბამისად, საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული სტანდარტებითა და ნორმებით გათვალისწინებული პარამეტრები (ცხრილი №9). 2. ამ რეგლამენტში გამოყენებულია საგზაო ნიშნების ნომრები, რომლებიც გათვალისწინებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი

ტექნიკური რეგლამენტის – საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების (საგზაო ნიშნები, მონიშვნები და შუქნიშნები) გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს; ე)გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა)

ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურისა და პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს

ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ · მუხლი 2

მოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი, რომელიც არსებობისას მოიცავს ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილ ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს (ქუჩას), ტროტუარებს, გვერდულებს და გამყოფ ზოლებს

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ · მუხლი 3

საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი, რომელიც არსებობისას მოიცავს ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილ ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს (ქუჩას), ტროტუარებს, გვერდულებს და გამყოფ ზოლებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი, რომელიც არსებობისას მოიცავს ავტომანქანების მოძრაობისათვის განკუთვნილ ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს (ქუჩას), ტროტუარებს, გვერდულებს და გამყოფ ზოლებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის, ავტომანქანების პარკირების წესების დადგენისა და პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ · მუხლი 3

ქვეითის ან/და ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განკუთვნილი სივრცე, მათ შორის, ქუჩა, ჩიხი, ლიანდაგი, საბაგირო, ტროტუარი, გვერდულა, გამყოფი ზოლი, ველობილიკი. გზა შეიძლება იყოს როგორც საერთო სარგებლობის, ისე კერძო

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ · მუხლი 2

სახმელეთო მარშრუტი სამუშაო მოედანზე, რომელიც დადგენილია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოსაყენებლად

ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →