კანდიდატი

4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მაძიებელი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საქართველოში ან უცხოეთში მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ საფეხურზე სწავლის უფლება ან რომელიც პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელია

პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება ან სასწავლო პრაქტიკა სამინისტროს სისტემაში და წარმოდგენილი აქვს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზნით ამ წესით დადგენილი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ცესკოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეული პირი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

პირი, რომელსაც სურს ძირითად, ან მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დაწყება

პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →