მფლობელი

5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია როგორც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან აქვს მისი გამოყენების უფლება სატრანსპორტო საშუალების სახით

სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

პირი, რომელსაც ჰყავს შინაური ფრინველი ან/და სპორტული ან/და გასართობი დანიშნულების მტრედი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით

ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს აკვაკულტურის ცხოველები მფლობელობაში ან საკუთრებაში კომერციული ან სხვა მიზნით

„აკვაკულტურის ცხოველის ახლად წარმოქმნილი და ეგზოტიკური დაავადებების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

პირი, რომელსაც ჰყავს ღორები საკუთრებაში ან ფლობს აღნიშნულ ცხოველებს ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით

ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

პირი, რომელსაც ჰყავს ღორი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით

ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →