მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერება

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ქიმიური ნივთიერება, რომლის თითქმის ყველა სახით გამოყენება, ერთი ან რამდენიმე კატეგორიის ფარგლებში, აკრძალულია საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილებით, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი კონკრეტული სახით გამოყენება. ეს მოიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც თითქმის ყველა გამოყენების სფეროდან ამოღებულ იქნა ან რომელიც ამოღებულ იქნა მრეწველობიდან ან რომლის გაყიდვა ქვეყნის შიგნით აიკრძალა ან რომლის მოცემულ ქვეყანაში გაყიდვაზე თანხმობის გაცემის პროცესი შეწყდა, ამასთან არსებობს იმის უტყუარი დადასტურება, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით

ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →