მონაცემთა შენახვის ნებისმიერი საშუალება, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისე შეინახოს პერსონალურად მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, რომ შემდგომში შეძლოს შენახული ინფორმაციის მიზნებიდან გამომდინარე ადეკვატური დროის განმავლობაში მისი ნახვა და შენახული ინფორმაციის უცვლელად რეპროდუქცია (მაგალითად, USB ფლეშ-მეხსიერება; CD-ROM; DVD; პერსონალური კომპიუტერის მყარი დისკი, სადაც ელექტრონული ფოსტით მოსული ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი; ინტერნეტ-გვერდი, რომელიც ზემოაღნიშნულ პირობებს აკმაყოფილებს); ვ) ვალუტის გაცვლის საორიენტაციო კურსი - ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება როგორც ბაზისი ნებისმიერი ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გამოსათვლელად და რომლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებიდან
მონაცემთა შენახვის სანდო საშუალება (შემდგომში სანდო საშუალება)
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით