რეკლამა

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური პირისადმი ან იურიდიული პირისადმი, საქონლისადმი, მომსახურებისადმი, სამუშაოსადმი, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის აღძვრასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას

მაუწყებლობის შესახებ · მუხლი 2

ცხოველის სამკურნალო საკვებთან და შუალედურ პროდუქტებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით წარდგენა, რათა ხელი შეუწყოს ცხოველის სამკურნალო საკვების რეცეპტის გამოწერას ან გამოყენებას, რომელიც მოიცავს აგრეთვე ნიმუშების მიწოდებას და სპონსორობას

ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ვაჭრობასთან, ბიზნესთან, უნარებთან (ცოდნა) დაკავშირებული ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით წარდგენა, პროდუქციის, მათ შორის უძრავი ქონების, მომსახურების, უფლებების და მოვალეობების მიწოდების ხელშეწყობისათვის

ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →