ერთ-ერთი შემდეგი ფინანსური ინსტიტუტი: ს.ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); ს.ბ) აზიის განვითარების ბანკი (ADB); ს.გ) მსოფლიო ბანკი (WB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ინსტიტუტები; ს.დ) ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); ს.ე) ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB); ს.ვ) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC); ს.ზ) ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO); ს.თ) საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD); ს.ი) ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოება „PROPARCO“ (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დამხმარე ორგანიზაცია კერძო სექტორის განვითარების დაფინანსების კუთხით); ს.კ) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB); ს.ლ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch) მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი AAA/Aaa საკრედიტო რეიტინგი
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობით მოქმედი საერთაშორისო მასშტაბის სახელმწიფოთაშორისი საბანკო დაწესებულება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კერძო სექტორისათვის, განვითარების მიზნით, დაფინანსების გამოყოფა, წევრი ქვეყნების ეკონომიკაში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მსხვილი სექტორული ინვესტიციების განხორციელების მეშვეობით
საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ