სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს; ჰ 4) რისკი − ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზემოქმედებისას მისი გავლენის ალბათობა და სიმძიმე; ჰ 5) ვეტერინარი − პირი, რომელსაც აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი ან ვეტერინარის სერტიფიკატი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი
ნიშნავს გარემოებას ან ობიექტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის დაზიანება, აღჭურვილობის ან მისი სტრუქტურის დაზიანება, მოწყობილობის დაკარგვა ან განსაზღვრული ფუნქციის შესრულების უნარის დაქვეითება
ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს
ვითარება, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს