გრანტის მიღების უფლების მოპოვების შესახებ წერილობითი განცხადება, რომლის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საგრანტო პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში); ე) განმცხადებელი – განათლების სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირიж ვ) საგრანტო პროექტი – საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ცენტრში წარდგენილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია თემატური მიმართულებ(ებ)ის განხორციელების პირობები
ამ წესის შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებებისა ან/და მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში წარდგენილი სამოქალაქო ინიციატივა, სახელმწიფო გრანტის მიღების მიზნით