საგრანტო პროექტის შესაფასებლად საგრანტო კომისიისთვის განსაზღვრული, ამ ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები, შესაბამისი ქულების მითითებით; პ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა, ამ ცოდნის ფარგლებში აფასებს საგრანტო პროექტს და სამსახურებრივად არ არის დაკავშირებული ცენტრთან; ჟ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის არაარსებითი შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რომლის გამოსწორება არ გამოიწვევს საგრანტო განაცხადის არსებით ცვლილებას საგრანტო კონკურსის პირობებთან მიმართებით