სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

მოვლენა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვებს (ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) და იწვევს ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანებას, ქონების ზარალს, ხანძარს, ტვირთის დაზიანებას, დაბნევას, სითხის ან რადიაციის გაჟონვას და სხვა მოვლენებს, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებულ დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს ან მასზე მყოფ პირებს, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი

„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 1

სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმერი საავიაციო მოვლენა (ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) რომელმაც გამოიწვია ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანება, ქონების ზარალი, გარემოს დაზიანება, ხანძარი, ტვირთის დაზიანება, დაბნევა, სითხის ან რადიაციის გაჟონვა და სხვა მოვლენები, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებული დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. ასევე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს ან მასზე მყოფ პირებს

საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →