საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი)

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები), ნატრიუმი (მარილი), ასევე ვიტამინები და მინერალები, რომლებიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №12-ის „გამოყენების რეკომენდებული ნორმები“ „ნაწილი „ა“ - ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის“ პირველი პუნქტით, ასევე ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ რომელიმე კატეგორიას ან წარმოადგენენ მათ შემადგენელ კომპონენტს

ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები), ნატრიუმი (მარილი), ვიტამინები და მინერალები, ასევე ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ რომელიმე კატეგორიას ან წარმოადგენენ მათ შემადგენელ კომპონენტს, რომლებიც ემატება სურსათს კვებითი და ფიზიოლოგიური მიზნებისათვის და მათი გამოყენების რეკომენდებული ნორმები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით

საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →