სტაბილიზატორი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ნივთიერება, რომლის საშუალებით შესაძლებელია სურსათის ქიმიური და ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება; სტაბილიზატორი ხელს უწყობს სურსათში ორი ან მეტი ისეთი ნივთიერების ჰომოგენური დისპერსიის შენარჩუნებას, რომელთა შერევა არ ხდება, ასევე ნივთიერებაა, რომელიც ახდენს სურსათის შეფერილობის სტაბილიზაციას, შენარჩუნებას ან ინტენსიფიკაციას; ნივთიერებაა, რომელიც ზრდის სურსათის შემაკავშირებელ უნარს, ცილებს შორის კავშირის წარმოქმნის ჩათვლით, რაც უზრუნველყოფს აღდგენილ სურსათში სურსათის ნაწილების შეკავშირებას

საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →