სტანდარტული ბრუნი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

მანევრი, რომლის დროსაც ხორციელდება შემობრუნება დასახული მიმართულების ხაზიდან, შემდგომი ბრუნით საპირისპირო მხარეს, რათა საჰაერო ხომალდმა დაიკავოს მიმართულების იგივე ხაზი და იმოძრაოს მასზე საპირისპირო მიმართულებით. შენიშვნა 1: სტანდარტული ბრუნი არის „მარჯვენა“ ან „მარცხენა“, საწყის მობრუნების მიმართულებაზე დამოკიდებულებით; შენიშვნა 2: სტანდარტული ბრუნი შეიძლება შესრულდეს ჰორიზონტალური ფრენისას ან დაშვებისას, კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებულებით.

„საავიაციო რუკების შემუშავების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →