მუხლი 3. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ზოგადი წესები
თავი II — კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება
1. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. კასპის თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება.
3. საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მომზადებულ დასაბუთებულ წინადადებას თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, წარუდგენს საკრებულოს, რომელიც აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს წევრთა ხმების 2/3-ი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №18, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.149.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1000423/muxli-3/