1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დივიდენდის გაცემის შემთხვევისა. ეროვნული ბანკი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მეორეულ ბაზარზე.
2. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, პირველად ბაზარზე შეისყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მხოლოდ მის პორტფელში უკვე არსებული ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ, თუ მათი დაფარვის დღე ემთხვევა ახალი ფასიანი ქაღალდების ემისიის დღეს. შეძენა უნდა განხორციელდეს აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალოშეწონილ ფასად. თითოეული აუქციონის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდების მოცულობა წარმოადგენს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების დამატებით ემისიას და არ უნდა აღემატებოდეს ამ აუქციონზე გაყიდული ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობის 20%-ს.
თავი VIII. ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 23.12.2017 ორგანული კანონი №1894
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 46. ეროვნული ბანკის ფინანსური დახმარების უფლება 1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დივიდენდის გაცემის შემთხვევისა. ეროვნული ბანკი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მეორეულ ბაზარზე. 2. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, პირველად ბაზარზე შეისყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მხოლოდ მის პორტფელში უკვე არსებული ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ, თუ მათი დაფარვის დღე ემთხვევა ახალი ფასიანი ქაღალდების ემისიის დღეს. შეძენა უნდა განხორციელდეს აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალოშეწონილ ფასად. თითოეული აუქციონის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდების მოცულობა წარმოადგენს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების დამატებით ემისიას და არ უნდა აღემატებოდეს ამ აუქციონზე გაყიდული ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობის 20%-ს. თავი VIII. საფინანსოეროვნული სექტორისბანკის ზედამხედველობასაზედამხედველო უფლებამოსილება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება