ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მათი მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა;
ბ) გასცეს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ლიცენზიები;
გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები;
დ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტი;
ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა;
ე1) ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ან/და ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სხვა ქვეყნის იმ ორგანოსგან მიღებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვს, ნებისმიერი პირისგან თავის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ახსნა-განმარტება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით;
ვ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;
თ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს და სხვა პირებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 28
ოქტომბრის ორგანული კანონი
№4468
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის ორგანული კანონი №6674 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის ორგანული კანონი №3730 – ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 16.11.2023 ორგანული კანონი №3730
- 29.06.2020 ორგანული კანონი №6674
- 28.10.2015 ორგანული კანონი №4468
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 52. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მათი მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკითხები „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა; ბ) გასცეს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ლიცენზიები; გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები; დ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტი; ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა; ე1) ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ან/და ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სხვა ქვეყნის იმ ორგანოსგან მიღებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვს, ნებისმიერი პირისგან თავის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ახსნა-განმარტება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით; ვ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას; თ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს და სხვა პირებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1408(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი, 48-ე, 52-ე მუხლები, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 551 მუხლები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს…
- საქმე №330310118002420602 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.01.2019
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №8---1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №1--/04 ბრძანების საფუძველზე, დაევალათ საქართველოს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება