1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო 2009 წლის 1 დეკემბერს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი რეორგანიზებულ იქნეს.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა განახორციელონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებანი.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამართალმემკვიდრე.
5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
6. საქართველოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
7. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები, ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც არ არის გაუქმებული, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
8. ამ ორგანული კანონის ამოქმედებიდან:
ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან;
ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან.
9. ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 საფინანსო წლის წმინდა მოგების განაწილებაზე, რომელიც განიკარგება 2008 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
11. (ამოღებულია - 09.12.2025, №1141).
12. (ამოღებულია - 09.12.2025, №1141).
13. 2019 წლის 1 იანვრიდან 1 თეთრისა და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის ორგანული კანონი №1828 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის
ორგანული
კანონი №2211
– ვებგვერდი, 08.04.2014წ.
საქართველოს 2014
წლის 12 დეკემბრის
ორგანული კანონი №2954 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის ორგანული კანონი
№101
- ვებგვერდი, 20.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3313
–
ვებგვერდი, 31.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1141 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.12.2025 ორგანული კანონი №1141
- 16.12.2016 ორგანული კანონი №101
- 12.12.2014 ორგანული კანონი №2954
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. გარდამავალი დებულებები 1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო 2009 წლის 1 დეკემბერს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი რეორგანიზებულ იქნეს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა განახორციელონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებანი. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამართალმემკვიდრე. 5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს. 6. საქართველოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 7. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები, ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც არ არის გაუქმებული, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 8. ამ ორგანული კანონის ამოქმედებიდან: ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან. 9. ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 საფინანსო წლის წმინდა მოგების განაწილებაზე, რომელიც განიკარგება 2008 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10. 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 11. (ამოღებულია - 09.12.2025, №1141). 12. (ამოღებულია - 09.12.2025, №1141). 13. 2019 წლის 1 იანვრიდან 1 თეთრისა და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2013 წლის დეკემბრის ორგანული კანონი №1828 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის ორგანული კანონი №2211 – ვებგვერდი, 08.04.2014წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3313 – ვებგვერდი, 31.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №3გ-ად-37-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2003
ამგვარი პროცედურა გათვალისწინებულია “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 70-ე მუხლით. ეროვნულმა ბანკმა სკბ “...ბანკის” მიმართ გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა სანქცია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება