ა) ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებსა და ორგანიზაციებში ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული მოქმედებების წინასწარ დაგეგმვას;
ბ) ქალაქის, დასახლებული პუნქტების და ორგანიზაციების ნუსხის განსაზღვრას, რომლებზეც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა დანაყოფების გაგზავნა ხანძრის მაღალი ნომრით;
გ) ქალაქების, დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე განლაგებული ორგანიზაციების სპეციალური ნუსხის განსაზღვრას, რომლებზეც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა დამატებით ძალებისა და საშუალებების მოზიდვა სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებიდან;
დ) სპეციალურ ნუსხაში შემავალ ორგანიზაციებში მომხდარი რთული ხანძრების ჩასაქრობად საჭირო დამატებითი ძალებისა და საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას;
ე) დამატებითი ძალებისა და საშუალებების რაოდენობის განსაზღვრას, რომლებიც შეიძლება მოზიდული იქნენ სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მომხდარ ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;
ვ) გასვლის რაიონში საჭირო დონის მაკომპენსირებელი ღონისძიებების შემუშავებას სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რთული ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას;
ზ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების შესახებ ინსტრუქციების შემუშავებასა და შეთანხმებას
მუხლი 28. გასვლის განრიგის შემუშავება მოიცავს:
თავი V — ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების გასვლის განრიგის შემუშა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. საჭიროებიდან გამომდინარე, მომდევნო (მაღალი) ხანძრის ნომერი ცხადდება ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ხანძრის დაზვერვისა და ვითარების შეფასების შედეგად. ხანძრის უმაღლესი ნო
- მუხლი 23. მორიგე ცვლის გასვლის რაიონის ფარგლებს გარეთ ხანძარზე და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შემთხვევაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც დისლოცირებულია მხოლოდ ერთი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, გათ
- მუხლი 24. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გასვლა ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად განრიგის თანახმად ხორციელდება:
- მუხლი 25. გასვლის განრიგის შედგენისას მხედველობაში მისაღებია, რომ გასვლის რაიონში სახანძრო-სამაშველო გათვლა შეიძლება მივიდეს მომიჯნავე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახანძრო-სამაშველო გათვლაზ
- მუხლი 26. ხანძარზე სპეციალური სახანძრო ავტომობილების გაგზავნა ხორციელდება გასვლის განრიგით განსაზღვრული წესით ან ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოთხოვნით, ხანძარზე შექმნილი ოპერატიულ-ტაქტიკურ
- მუხლი 27. „სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანებით დამტკიცებულ ხანძარზე და სხვა საგანგებო სიტუა
- მუხლი 29. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებს ფარგლებს გარეთ ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების წარმოქმნისას, საგანგებო სიტუაციების მართვის რეგიონული სამსა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010. გამოქვეყნება: სსმ, 76, 30/06/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 28, №571, 29.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.014793 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015218/muxli-28/