„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№150
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 04/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №150

2010 წლის 2 ივნისი

  ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №45, მუხლი 511) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესსა და რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით ხორციელდება ყოველ კვირას, 12:00 საათიდან. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია დამატებითი სხდომის ჩატარება სხვა დღეს ან/და დროს, რაც განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის წარდგინების საფუძველზე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური