,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№671
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 173, 06/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №671

2007 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №151, მუხ. 1671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.“;

ბ) მე-9 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ქ. თბილისში:

 

 

ოჯახის გარეშე

370 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

240 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

180 ლარი

ბ) სხვა ქალაქებში:

 

 

ოჯახის გარეშე

240 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

160 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

120 ლარი

გ) სხვა დასახლებულ პუნქტებში:

 

 

ოჯახის გარეშე

160 ლარი

ორწევრიანი ოჯახისათვის

100 ლარი

სამი და მეტი წევრის შემთხვევაში

80 ლარი.“;

გ) ბრძანებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურს გადის სხვა უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრება სამინისტროში დაკავებული თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს არანაკლები ოდენობით. მოსამსახურეს წოდებრივი სარგოთი, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატით, მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური დანამატებით, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთდროული (გასასვლელი) დახმარებით (სამინისტროში შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ფულადი სარგოს გათვალისწინებით) და ფორმის ტანსაცმლით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობით უზრუნველყოფს სამინისტრო (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივი სარგოთი და სხვა დანამატებით – შესაბამისი უწყება.“;

დ) ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-20 პუნქტი;

ე) ბრძანებულების 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,26. ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.“;

ვ) ბრძანებულების 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. ეს ბრძანებულება არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებზე. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ნორმები ვრცელდება მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე და განხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხარჯებით.“;

ზ) ბრძანებულების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

კვებით უზრუნველყოფის ნორმების ღირებულების საორიენტაციო მაჩვენებლები

ნორმა

საორიენტაციო ღირებულება თვეში (ლარობით)

 შენიშვნა

1.

ნორმა № 1

137,0

 

2.

ნორმა № 2

175,0

 

3.

ნორმა № 3

195,4

 

4.

ნორმა № 4

 

 

-

იჯრა № 1

15,0

 

-

იჯრა № 2

130,0

 

-

იჯრა № 3

159,0

 

5.

ნორმა № 5

151,0

 

6.

ნორმა № 6

59,0

 

7.

ნორმა № 7

125

სპეციფიკის გათვალისწინებით

8.

ნორმა № 8

70.“.

 

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი