„საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 15/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №190

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი,  №43, მუხლი 492) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-5 მუხლის 251 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„251. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება იდება ათი წლის ვადით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე საქართველოს მთავრობა, სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უფლებამოსილია, მისცეს სამინისტროს თანხმობა ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელების თაობაზე ისე, რომ ექსკლუზიური უფლების მოქმედების ვადა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური