„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№155
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 14/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2010 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 535) დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) K3, i, i =1,2,...,11 არის კოეფიციენტები;

ბ) Y3,1 – საბჭოთა ავტომობილების რაოდენობა შინამეურნეობაში;

გ) Y3,2 – უცხოური ავტომობილების რაოდენობა შინამეურნეობაში;

დ) Y3,3 – პატარა ტრაქტორების რაოდენობა შინამეურნეობაში;

ე) Y3,4 – უცხოური მაცივრების რაოდენობა შინამეურნეობაში;

ვ) Y3,5 – უცხოური სარეცხი მანქანების რაოდენობა შინამეურნეობაში;

ზ) Y3,6 – არასაბჭოთა გაზქურების რაოდენობა შინამეურნეობაში;

თ) Y3,7 – ტრაქტორების, კომბაინებისა და თესლის ჩამყრელი აპარატების რაოდენობა შინამეურნეობაში;

ი) Y3,8 – სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგნების რაოდენობა შინამეურნეობაში;

კ) Y3,9 – Y3,9=1, თუ სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგნების რაოდენობა შინამეურნეობაში არის 1, Y3,9=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ლ) Y3,10 – Y3,10=1, თუ სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგნების რაოდენობა ოჯახში არის 2-დან 4-ის ჩათვლით, Y3,10=0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

მ) Y3,11 – Y3,11=1, თუ სხვა ხანგრძლივი მოხმარების საგნების რაოდენობა ოჯახში არის 4-ზე მეტი, Y3,11=0 წინააღმდეგ შემთხვევაში.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) Y4,1 – გასულ თვეში ოჯახის ყველა წევრის ჯამური პირადი ფულადი შემოსავლებისა და გასულ 12 თვეში ოჯახის სხვა ჯამური ფულადი შემოსავლების 1/12 ნაწილის ჯამი.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დემოგრაფიული ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

 

სადაც:

ა) K6,i, i =1,2,...,5 არის კოეფიციენტები;

ბ) Y6,1 – შინამეურნეობის წევრთა რაოდენობის ლოგარითმი;

გ) Y6,2 – 18-დან 65 წლამდე შრომისუნარიანი წევრების წილი ოჯახში (შრომისუნარიან წევრებში იგულისხმება პიროვნებები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს: სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი); მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირი);

დ) Y6,3 – Y6,3=1, თუ ოჯახის წევრს ერთი შვილი მაინც ჰყავს სრულწლოვანი, რომელიც ცხოვრობს დამოუკიდებელ ოჯახად, Y6,3 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ე) Y6,4 – Y6,4=1, თუ ოჯახში ცხოვრობს მხოლოდ 40-60 წლის ქალი, Y6,4 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში;

ვ) Y6,5 – Y6,5=1, თუ ოჯახის უფროსი არის კაცი, Y6,5=0 წინააღმდეგ შემთხვევაში.“.

4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) Y7,1 – 22-დან 65 წლის ჩათვლით ოჯახის წევრებში უმაღლესი განათლების მქონე წევრთა წილი;“.

5. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კოეფიციენტების მნიშვნელობები განსხვავებული ტიპის დასახლებული პუნქტებისათვის განსაზღვრულია №1 ცხრილით:

ცხრილი №1

კოეფიციენტები

 

დედაქალაქი

დიდი

ქალაქი

თვითმმართველი

ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი

სხვა

დასახლებული

პუნქტი

K0

3.901

4.151

4.716

4.922

K1,1

0.000

0.000

0.000

0.060

K1,2

0.000

0.000

0.000

0.159

K1,3

0.000

0.000

0.000

0.094

K1,4

0.000

0.000

0.000

0.101

K1,5

0.000

0.000

0.000

0.154

K1,6

0.000

0.000

0.000

0.174

K1,7

0.000

0.000

0.000

0.094

K1,8

0.000

0.000

0.000

0.321

K1,9

0.000

0.000

0.000

0.156

K1,10

0.000

0.000

0.000

0.089

K1,11

0.000

0.000

0.000

0.131

K2,1

0.000

0.000

0.119

0.188

K2,2

0.000

0.000

0.145

0.080

K2,3

0.000

0.000

0.065

0.044

K2,4

0.000

0.000

0.253

0.070

K3,1

0.189

0.175

0.195

0.105

K3,2

0.943

0.876

0.943

0.527

K3,3

0.784

0.228

0.000

0.072

K3,4

0.125

0.094

0.000

0.079

K3,5

0.000

0.163

0.000

0.000

K3,6

0.000

0.000

0.000

0.076

K3,7

0.000

0.000

0.000

0.079

K3,8

0.000

0.236

0.124

0.097

K3,9

0.150

0.000

0.000

0.000

K3,10

0.262

0.000

0.000

0.000

K3,11

0.482

0.000

0.000

0.000

K4,1

0.114

0.058

0.037

0.042

K5,1

0.036

0.075

0.056

0.034

K6,1

0.390

0.458

0.345

0.370

K6,2

0.268

0.000

0.000

0.000

K6,3

0.000

0.137

0.000

0.000

K6,4

-0.250

0.000

-0.128

-0.150

K6,5

0.000

0.000

0.148

0.054

K7,1

0.000

0.000

0.104

0.094

K7,2

0.063

0.168

0.158

0.144

K8,1

0.000

0.000

-0.450

-0.498

K8,2

0.000

0.000

0.000

-0.291

K8,3

0.000

0.000

-0.081

-0.182

K8,4

0.000

0.000

-0.133

-0.226

K8,5

0.000

0.000

-0.073

-0.175

K8,6

0.000

0.000

-0.086

-0.185

K8,7

0.000

0.000

0.000

-0.287

K8,8

0.000

0.000

-0.217

-0.299

K8,9

0.000

0.000

-0.363

-0.424

K8,10

0.000

0.000

0.000

-0.153

K9,1,1

-1.496

-0.460

-0.883

-0.882

K9,1,2

-0.214

-0.066

-0.126

-0.126

K9,1,3

-0.201

-0.048

-0.095

-0.095

K9,1,4

-0.188

-0.031

-0.064

-0.063

K9,1,5

-0.094

-0.016

-0.032

-0.032

K9,1,6

0.000

0.000

0.000

0.000

K9,1,7

0.189

0.035

0.114

0.084

K9,1,8

0.566

0.104

0.342

0.251

K9,1,9

1.186

0.182

0.681

0.465

K9,1,10

2.021

0.280

1.131

0.745

K9,2,1

0.000

-0.296

0.000

0.000

K9,2,2

0.000

-0.150

0.000

0.000

K9,2,3

0.000

0.098

0.000

0.000

K9,2,4

0.000

0.206

0.000

0.000

K9,3,1

0.000

0.000

-0.223

-0.134

K9,3,2

0.000

0.000

-0.209

-0.120

K9,3,3

0.000

0.000

-0.144

-0.086

K9,3,4

0.000

0.000

-0.129

-0.053

K9,4,1

0.000

-0.195

0.000

0.000

K9,4,2

0.000

0.000

-0.127

-0.111

K9,4,3

0.000

0.000

-0.433

-0.155

K9,4,4

0.000

0.000

0.000

-0.067

K10,1

0.169

0.109

0.000

0.000

K10,2

0.000

0.000

-0.096

-0.093.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური