1. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად გამოყენებული/გამოსაყენებელი მოწყობილობის ექსპლუატაცია ხორციელდება ამ მოწყობილობების დამამზადებლის მოთხოვნების/რეკომენდაციების და ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში ასახული საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურების შესაბამისად.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი მოწყობილობების ექსპლუატანტი შეიმუშავებს პროფილაქტიკურ-ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის გრაფიკს, რათა შენარჩუნებულ იქნეს მოწყობილობის მუშაობის ეფექტიანობა.
3. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად გამოყენებული/გამოსაყენებელი მოწყობილობის დამამზადებელი და ექსპლუატანტი აღიარებული უნდა იყოს ICAO-ს ან ICAO-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის ან ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ და მას უნდა გააჩნდეს ICAO-ს ან ICAO-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის ან ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი.
4. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად გამოყენებული/გამოსაყენებელი მოწყობილობის ექსპლუატანტს უნდა ჰყავდეს კვალიფიცირებული და შესაბამისად სერტიფიცირებული პერსონალი ამ მოწყობილობისათვის საჭირო ტექნიკური მომსახურების გასაწევად.
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 32. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება
თავი VII — საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
- მუხლი 27. იარაღის (საბრძოლო მასალის) შეტანის უფლება
- მუხლი 28. იძულებით გადასაყვანი პირების ბადრაგირება
- მუხლი 29. დაცვის თანამშრომლები ბორტზე
- მუხლი 30. საავიაციო ტვირთის, ფოსტის, კურიერული და სასწრაფო გზავნილის შემოწმება
- მუხლი 31. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შესყიდვები
- მუხლი 33. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი
- მუხლი 34. საერთო დებულებები
- მუხლი 35. ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა
- მუხლი 36. პირველდაწყებითი მოქმედებები
- მუხლი 37. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008. გამოქვეყნება: სსმ, 79, 03/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 32, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-32/