1. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს.
2. წესის მიზანია სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა განხორციელება. ამ მიზნით:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის სისტემის დადგენა;
ბ) კონტროლის ღონისძიებების შემსრულებელი სუბიექტების მოვალეობების განსაზღვრა;
გ) კონტროლის ღონისძიებების განხორციელების პრინციპების, პროცედურებისა და მეთოდების დადგენა;
დ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის თანამიმდევრობის განსაზღვრა.
3. წესის ამოცანებია:
ა) სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის შემოწმება კონტროლის ღონისძიებების მეშვეობით;
ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების ეფექტიანობის შემოწმება და შეფასება;
გ) სახელმწიფო პროგრამის ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის შენარჩუნება
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 50. კონტროლის მიზნები, ამოცანები და პრინციპები
თავი XII — სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 44. საერთო დებულებები
- მუხლი 45. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საფრთხის შესახებ ინფორმაციის შეფასება და გავრცელება
- მუხლი 46. საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღებისას საპასუხო მოქმედებების კორექტირება
- მუხლი 47. ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხილვა და ანალიზი
- მუხლი 48. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება
- მუხლი 49. პასუხისმგებლობა
- მუხლი 51. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის სისტემის ნორმატიული ბაზა
- მუხლი 52. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 53. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის განხორციელების პრინციპები
- მუხლი 54. უფლებამოსილი ორგანო
- მუხლი 55. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008. გამოქვეყნება: სსმ, 79, 03/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 50, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-50/