მუხლი 160. ყარაულის შეცვლის შემდეგ ძველი ყარაულის უფროსი მიუთითებს ყარაულის სერჟანტს წაიყვანოს ყარაული ქვედანაყოფში. თუ ყარაული ერთზე მეტი ასეულისაგან შედგება, ყარაულის უფროსი მისცემს მითითებებს თითოეული ასეულის წოდებით უფროს სამხედრო მოსამსახურეს ნაწილ-ნაწილ წაიყვანოს ყარაული ასეულის დისლოკაციის ადგილზე. ცვლის შემდეგ ქვედანაყოფში მისვლისთანავე ყარაულის უფროსი ქვედანაყოფის მეთაურს მოახსენებს ამოცანის შესრულების შესახებ, მაგ.: „ბატონო კაპიტანო, ყარაული მთელი შემადგენლობით მოვიდა, სამსახურის შესრულებისას შემთხვევა არ მომხდარა (ან მოხდა რაიმე) ლეიტენანტი აბაშიძე“, რის შემდეგაც მოახსენებს საგუშაგოს უწყისში ყარაულის შემოწმების შედეგების შესახებ და სხვა დოკუმენტებთან ერთად აბარებს საგუშაგო უწყისს. ამის შემდეგ ყარაულის პირადი შემადგენლობა ყარაულის უფროსის პირადი მეთვალყურეობით აბარებს იარაღს და საბრძოლო ვაზნებს.🔗