მუხლი 215. გუშაგმა არ უნდა დაუშვას უცნობი პირის მიახლოება საგუშაგოსთან მითითებულ მანძილზე ახლოს. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ღამით ცუდი ხილვადობის დროს, როდესაც მითითებულ მანძილზე შეუძლებელია საგუშაგოსთან მიახლოებულის ამოცნობა. წინა პოზიციაზე მდგომი გუშაგი აფრთხილებს შეძახილით „სდექ, ვისვრი!“, პირის მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას გუშაგი გამოიყენებს იარაღს. სროლის მომენტში საკუთარი ძალები უნდა დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ.🔗