ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
ბ) ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
დ) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
ე) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;
ვ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;
ზ) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.
2. ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლად ცნობიდან 90 დღის განმავლობაშ
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 4 (2)
28.11.2025-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 4; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-201(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2022
…რომლის თანახმად, შპს „ი...მა“ დაარღვია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული შემდეგი სტანდარტები: ა) საგანმანათლებლო პროგრამები, ბ) მატერიალური რესურსი და გ) ადამიანური რესურსი.
- საქმე №330310018002613962 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.04.2019
…მიერ დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტები: ა) საგანმანათლებლო პროგრამები, ბ) მატერიალური რესურსი და გ) ადამიანური რესურსი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 126, 01/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება