,,საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №166 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№184
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.10.003.000.318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 19/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №184

2005 წლის 14 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №166 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის №166 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №114) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ეკატერინე ავალიანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ვასილ მანაგაძე – სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი რობაქიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

ქეთევან ქოქრაშვილი – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

გიორგი ღუღუნიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

კონსტანტინე ხმალაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის რეგიონალური ეკონომიკის განყოფილების უფროსი.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ნოღაიდელი