თავი VII — ოლიმპიადის მონაწილეების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოება
1. სამინისტრო ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ოლიმპიადის ტურებში გამარჯვებული ოლიმპიადის მონაწილეებისთვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასაცემი სიგელების და ოლიმპიადის გამარჯვებულთა დიპლომების ფორმას.
2. ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ოლიმპიადის გამარჯვებულების და ამ წესის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2024.
გამოქვეყნება: სსმ, 140, 29/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება