"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.33.058.016002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 08/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №4/ნ

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებ ით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წ.-ის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი „აჭარა”, 2010 წლის 27 თებერვალი, №24 (23.239),გვ.14) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

ა) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილება;“;

ბ) დებულებ ი ს მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობანი

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობანია:

 ა) ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

 ბ) ცენტრის კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა;

 გ) ცენტრის საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო საქმიანობის სრულყოფისა და გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება;

 დ) ცენტრისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების უზრუნველყოფა;

 ე) დადგენილი წესით მიზნობრივი პროგრამების შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების შედგენა და წარდგენა შესაბამისი ორგანოებისათვის;

 ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ცენტრის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;

 ზ) ცენტრის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროული აღრიცხვა და გაცემა;

 თ) ცენტრის ფინანსურ ვალდებულებათა დამოწმების დოკუმენტაციის მომზადება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენის უზრუნველყოფა;

 ი) საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ცენტრის მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

 კ) ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის მიღებული ფინანსური სახსრების მართვაში მონაწილეობა;

ლ) ცენტრის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა;

მ) ცენტრის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ნ) მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მართვა და ანალიზი;“.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.                                    

ლ.ანთაძე