თავი VIII — ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი შენობების გაზსადენები და გაზმოწყობილობა
1. საცხოვრებელი შენობების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის (ხელსაწყოებისა და აპარატების) ტექნიკური მომსახურებას ატარებს გაზის მიმწოდებელი საწარმო ან სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. დაწვის პროდუქტების ორგანიზებული არინების მქონე გაზის ხელსაწყოებისა და აპარატების სანთუ-რებთან გამოკრული უნდა იყოს გაზით უსაფრთხო სარგებლობის წესი, სადაც უნდა იყოს გაფრთხილება ანთებამდე და ანთების შემდეგ წევის არსებობის შემოწმების აუცილებლობის შესახებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012.
გამოქვეყნება: სსმ, 43, 19/04/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება