მუხლი 70 შემოსავლები, რომლებიც მიღებულია მოცემულ სამეურნეო წელს, მაგრამ მიეკუთვნება მომავალ საანგარიშო პერიოდებს, აღრიცხვასა და ანგარიშგებაში აისახება ცალკე მუხლში, როგორც მომავალი პერიოდის შემოსავლები. ეს შემოსავლები ექვემდებარება სამეურნეო საქმიანობის შედეგებში ჩართვას იმ საანგარიშო პერიოდში, რომლებსაც ისინი მიეკუთვნება.🔗