მუხლი 27🔗
როგორც წესი, დოკუმენტი უნდა გაფორმდეს ბლანკზე, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს. მას უნდა ჰქონდეს აუცილებელი რეკვიზიტების კომპლექსი და მათი განლაგების სტაბილური წესი. დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების პროცესში აუცილებელი რეკვიზიტების შემადგენლობას შეიძლება დაემატოს სხვა რეკვიზიტები, თუ ამას მოითხოვს დოკუმენტის დანიშნულება, მისი დამუშავება და ა.შ. საორგანიზაციო-განკარგულებითი დოკუმენტების ბლანკებზე რეკვიზიტების განლაგება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტს 6.2-9
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-729-695(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2008
ლ-ემ დაარღვია “საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულების 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 27-ე მუხლისა და 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა. ამასთან, ის დოკუმენტაცია, რომელიც დანართის სახით აღნიშნული უნდა ყოფილიყო მითითებულ კორესპონდენციაზე, სამინისტროში არ მოიპოვება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების" დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება