ა) თავმჯდომარის დროებითი არყოფნის დროს ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს;
ბ) კოლეგიებისა და პალატების მოსამართლეებს უწევს დროულ დახმარებას საქმეთა განხილვის ორგანიზაციულ მხარესთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტაში;
გ) უზრუნველყოფს კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტებისა და სხვა ნორმატიული მასალის მოპოვებისა და სისტემატიზაციის, სასამართლოში სამართლებრივი ინფორმაციის ბაზის შექმნისა და პერიოდულად შევსების კონტროლს;
დ) სასამართლოს უსაფრთხოებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველსაყოფად ამოწმებს და აკონტროლებს სასამართლოს დაცვის სამსახურის მუშაკთა საქმიანობას;
ე) განიხილავს სხვა სასამართლოებიდან თუ სახელმწიფო უწყებებიდან შემოსულ კორესპონდენციებს, რომლებიც სასამართლოს კოლეგიების (პალატების) და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საკითხებს შეეხება. კოლეგიების (პალატების) და სხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან, აგრეთვე მოსამართლეებისა და მოხელეებისაგან მოითხოვს განხილვისათვის საჭირო ინფორმაციას, ხოლო განხილვის შედეგებს დაუყოვნებლივ მოახსენებს თავმჯდომარეს;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ამზადებს და სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სასამართლოს აპარატის მოხელეებისა და სხვა თანამშრომლებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მათ მიმართ შესაბამისი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე;
ზ) ყოველი კვარტალის დამამთავრებელი თვის ბოლო ორშაბათს სასამართლოს მოსამართლეთა სათათბირო სხდომას წარუდგენს მოხსენებას სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის თაობაზე;
თ) ყოველ ექვს თვეში ერთხელ (ივნისი, დეკემბერი) სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ, აგრეთვე შესაბამის წინადადებებს მათ გადასაწყვეტად;
ი) იმავდროულად არის საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 5. სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:
თავი III — სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კომპეტენცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ეს დებულება:
- მუხლი 4. 1. სასამართლოს თავმჯდომარე:
- მუხლი 6. სასამართლოს კოლეგიის (პალატის) თავმჯდომარე:
- მუხლი 7. 1. სასამართლოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სასამართლოს აპარატი
- მუხლი 9. საოლქო, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოების აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
- მუხლი 11. კადრების განყოფილება:
- მუხლი 13. საერთო განყოფილება:
- მუხლი 15. სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილება:
- მუხლი 18. ადმინისტრატორი:
- მუხლი 19. საერთო სასამართლოებში საქმეთა სასამართლო განხილვის ორგანიზების მიზნით მოსამართლის თანაშემწე ახორციელებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და ასრულებს მოსამართლის ცალკეულ დავალებებს
- მუხლი 20. მოსამართლის თანაშემწე:
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009. გამოქვეყნება: სსმ, 102, 02/11/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-5/