1. განაცხადზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საპატენტო ექსპერტიზა, საქმის წარმოება, პატენტის გაცემის ჩათვლით, გაგრძელდეს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №302 დადგენილებისა და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ 1992 წლის 15 მარტის №303 დადგენილების შესაბამისად.
2. განაცხადზე, რომელიც საქპატენტში წარდგენილია ყოფილი სსრ კავშირის მიერ გაცემული გამოგონების საავტორო მოწმობის საფუძველზე, დასაშვებია საქართველოს პატენტის გაცემა, თუ საქპატენტში მისი წარდგენის თარიღისათვის გასული არ არის 20 წელი გამოგონებაზე განაცხადის სსრ კავშირის უწყებაში წარდგენის თარიღიდან.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №3გ/ად-93-კ.ს-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2003
…და ტექნიკის სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახურ «საქპატენტში» ზ. ბ.-ის მიერ შეტანილ გამოგონების განაცხადზე _ «ა.-ი» ზ. ბ.-ი» _ მოსარჩელისათვის საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სიგელისა და პატენტის გაცემა «საქართველოს საპატენტო კანონის» 76-ე მუხლის საფუძველზე. 3. «საქპატენტში» 1992წ. 10 თებერვალს მოსარჩელის მიერ შეტანილ გამოგონების განაცხადზე, «ბ.-ი» ზ.
- საქმე №3გ/ად-55-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2001
ბ-შვილი» გამოგონების განაცხადზე არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული და სახელმწიფო საპატენტო რეესტრში გაუტარებელი P2002 პატენტის გაუქმება და ¹A 1998 003093 განაცხადზე სახელმწიფოს სახელით გამოგონებაზე საპატენტო სიგელის გამოცემის მოპასუხე მხარისათვის დავალდებულება, აგრეთვე ამ გამოგონებაზე «საქართველოს საპატენტო კანონის» 76-ე მუხლის შესაბამისად შევსებული ახალ აღწერილობის გაცემა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ზ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საპატენტო კანონი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება