1. იმ სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით (შემდგომ – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა და მოწმდება საქონლის ჩამონათვალის ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
2. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის მიმართ ამ კანონის I–V1 თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4048
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №180310015001089720 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.06.2019
სასამართლომ მიუთითა,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.
- საქმე №180310016001392818 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.01.2018
…გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა.,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.
- საქმე №180310017002064807 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 06.02.2019
…გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში…
- საქმე №180310017001952180 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 18.09.2018
…გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში…
- საქმე №180310017001772923 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 18.09.2018
…ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას წარმოადგენს – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე“.,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში…
- საქმე №180310016001638906 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 24.07.2018
- საქმე №180310016001645794 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 24.07.2018
- საქმე №180310016001651200 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 24.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება